დღეს პოლიტიკური მესიჯი იყო - მიხეილს სააკაშვილი იქნება ტყვეობაში, ვიდრე „ქართული ოცნება“ იქნება ძალაუფლებაში - ბექა ბასილაია





..
მართლმსაჯულებას ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური დაკვეთებისთვის იყენებს, მართლმსაჯულებას ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური დაკვეთებისთვის იყენებს, - აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია „პიჯაკების საქმეზე“ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით.
ბასილაიას თქმით, ამ განაჩენით რეჯიმი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი იქბევა ციხეში, ვიდრე ივანიშვილი იქნება ხელისუფლებაში.
„მართლმსაჯულებას ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური დაკვეთებისთვის იყენებს, დღეს პოლიტიკური მესიჯი იყო შემდეგი - რომ მიხეილს სააკაშვილი იქნება პოლიტიკურ ტყვეობაში, ვიდრე „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობა ფლობს ძალაუფლებას. სრიულიად არაადეკვატურია ეს კვალიფიკაცია ეს სასჯელი და საერთოდ ამ სასჯელზე პრეზიდენტის გამტყუნება“, - განაცხადა ბასილაიამ.
შეგახსენებთ, ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო თეიმურაზ ჯანაშიას 300 000 ლარით ჯარიმეს.