ამით ვერავის გააჩერებენ და პირიქით, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ - თინა ბოკუჩავა სააკაშვილის საქმის გადაწყვეტილებაზე

სულ ნახვები : 80
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის 9 წლიანი თავისუფლების აღკვეთის ფაქტს ეხმიანება. 

ბოკუჩავას თქმით, ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა სააკაშვილის პრეზიდენტის ოფისის  მიერ გაწეული ხარჯები მიიჩნია არამიზნობრივად გახარჯულად, რადგანაც ის საქმეები, რასაც სააკაშვილი აკეთებდა არ იყო თანხვედრაში რუსულ რეჟიმთან და ამ ფორმით სჯიან სააკაშვილს. 
მისივე თქმით, სასამართლო ამ გადაწყვეტილების გამო, არავინ აპირებს შეშინებას და ბრძოლის გაჩერებას. 

„11 წლის მანძილზე, საქმეზე, რომელიც 2014 წელს დაიწყო ეძებდნენ დაგეშილი პროკურორები მტკიცებულებას იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რაიმე საბიუჯეტო თანხა მიითვისა, მაგრამ ამის ვერცერთი მტკიცებულება მათ ვერ ნახეს 11 წლის მანძილზე. ბოლოს გამოაცხადეს, რომ ეს თანხები გაიფლანგა, ანუ არამიზნობრივად გაიხარჯა. რა თქმა უნდა რუსი ივანიშვილისთვის არამიზნობრივად არის დახარჯული ხარჯები, რომელიც დაიხარჯა პრეზიდენტი დონალდ ტრამპის მასპინძლობისთვის, ჰილარი კლინტონის მასპინძლობისთვის, ჯო ბაიდენის მასპინძლობისთვის და არაერთი მსოფლიო ლიდერის მასპინძლობისთვის. სამაგიეროდ მიზნობრივია ივანიშვილის რუსული რეჟიმის ხარჯები, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯა გავრილოვის მასპინძლობისთვის, იმ ტყვიებისთვის, რომებიც ადამიანებს დაუშინეს, რომლებიც აპროტესტებდნენ გავრილოვს სტუმრობას და პარლამენტის თავმჯდომარის სკამში მოკალათებას. სამაგიეროდ, ივანიშვილის რუსული რეჟიმისთვის მიზნობრივია ის საბიუჯეტო ხარკები, რომელი დაიხარჯა პოზნერის, პუტინის პროპაგანდისტის მასპინძლობისთვის. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ივანიშვილის რეალურ სახეს, როგორ რუსულ რეჟიმს რომელიც ემსახურება რუსულ ინტერესებს ჩვენს ქვეყანაში. ეს არ არის სინამდვილეში განაჩენი პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ, ეს არის განაჩენი ივანიშვილის რუსული რეჟიმის მიმართ, რომელიც ცხადყოფს, რომ მათი მტერი არის ქართული სახელმწიფო და წართული სახელმწიფოს იდეა, რომელსაც ებრძვიან. ამით ვერავის გააჩერებენ და პირ იქით, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ მათ შორის იმ ათეულობით ადამიანთან ერთად, რომლებიც ამ დრომდე სატუსაღოებში არიან", - განაცხადა ბოკუჩავამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა