საბოლოოდ აუცილებლად მოვიგებთ ამ ომს - მარიზი კობახიძე

სულ ნახვები : 76
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სინდისის პატიმრის, თორნიკე გოშაძის დედა, მარიზი კობახიძე აცხადებს, რომ  მას ყველაზე მეტად მოწმეების დაკითხვის პროცესი აშინებს სასამართლოში, რომელიც ახლა იწყება. 

მისი თქმით, ის თავად შეესწრო მისი შვილის დაკავებას, ნანახი აქვს კადრებიც და ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ რას იტყვის ამ საქმეზე წარმოდგენილი ბრალდების მხარის მოწმე. კობახიძე აცხადებს, რომ ეს საქმე, მათი გამარჯვებით დასრულდება. 

„იწყება მოწმეების დაკითხვა და ყველაზე მეტად ეგ მაგიჟებს, ყველაზე ძალიან მაშინებს ის, თუ რას იტყვის მოწმე. მე ხომ შევესწარი ჩემი შვილის დაკავებას და ჩემი თვალით ვნახე ეს. საბოლოოდ აუცილებლად მოვიგებთ ამ ომს და აუცილებლად დავიხსნით ამ პატიმრებს ტყვეობიდან“, - განაცხადა კობახიძემ. 

ცნობისთვის, სინდისის პატიმრების პროცესი, რომლებსაც ჯგუფურ დანაშაულს ედავებიან, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 12 მარტს 13:00 საათზე გაიმართება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა