მარნეულში მოკლული სიმამრის ახლობლებმა მკვლელი სიძის ოჯახი დაარბიეს

სულ ნახვები : 68
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„გოგოს ოჯახის მხრიდან 10-მდე კაცი, რკინისა და ჯოხის ხელკეტებით შეიარაღებული ჩვენ სახლს თავს დაესხნენ, ეზოში ორი მანქანა დაგვილეწეს, მერე ჩემი ქმარი გარეთ რომ გამოვიდა მას დაესხნენ,“ - აცხადებს მარნეულში ყოფილი ცოლისა და სიმამრის მკვლელობაში ბრალდებული კაცის დედა.

ის ამბობს, რომ ბრალდებულის მამა ამ დროისთვის კლინიკაში იმყოფება.

"ჩემი ვაჟი მათ ქალიშვილს დაშორდა, იმის მერე კონფლიქტი არ ჰქონიათ, გუშინ რა მოხდა არ ვიცი. ღამე ჩემი ვაჟი რომ იქ მივიდა და ეს უბედურება მოხდა, გოგოს ოჯახის მხრიდან 10-მდე კაცი, რკინისა და ჯოხის ხელკეტებით შეიარაღებული ჩვენ სახლს თავს დაესხნენ, ეზოში ორი მანქანა დაგვილეწეს, მერე ჩემი ქმარი გარეთ რომ გამოვიდა მას დაესხნენ, თავში ბლაგვი საგნები ურტყეს, თვალი დაუზიანდა, უგონო მდგომარეობაში რომ დაინახეს მერე თქვეს, მოდი ამის ცოლიც მოვკლათო და მე უკანა ეზოში ბავშვით ხელში გავიქეცი, ჩემი ქმარი საავადმყოფოში იმყოფება, ახლაც მძიმედაა. ჩემს ვაჟს სამი მცირეწლოვანი ვაჟი დარჩა ობლად დედა მოუკლეს მამა კი ციხეშ ჩვენც გავნადგურდით",-ამბობს დაკავებულის დედა. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები