ოკუპირებულ ახალგორში ოსებმა „თანამედროვე“ ხიდების აშენება დაიწყეს





..
რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ახალგორის რაიონში დასასრულს უახლოვდება საფეხმავლო ხიდის მშენებლობა, რომელიც უზრუნველყოფს რაიონის მარჯვენა სანაპიროს სოფლებთან მისასვლელს.
"მშენებლობის ძირითადი ეტაპები წარმატებით დასრულდა, ხიდი მალე გაიხსნება ფეხით მოსიარულეებისთვის", - აღნიშნავენ ოკუპირებული ახალგორის ადმინისტრაციაში.
ახალგორის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მურთაზ ვალიევმა ხაზი გაუსვა ამ ღონისძიების მნიშვნელობას ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
„ახალი ხიდი სოფლების რეგიონულ ცენტრთან დამაკავშირებელი ყველაზე მოსახერხებელი და უმოკლესი მარშრუტია“, - განმარტა ვალიევმა.
ძველი ხიდი წყალდიდობისა და მდინარე ქსნის ადიდების შედეგად დაინგრა.