ავარია ზუგდიდში - 24 წლის ბიჭი, რომელსაც პოლიციელი დაეჯახა, კომაშია

სულ ნახვები : 177
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში, პოლიციელი 24 წლის ახალგაზრდა კაცს ავტომანქანით დაეჯახა - დაშავებული კონატოზურ მდგომარეობაშია.

შემთხვევა გუშინ, 11 მარტს მოხდა.

დაშავებულის ნათესავები ამბობენ, რომ დარჩელის საუბნო პოლიციის თანამშრომელი კობა კვინტაძე ნასვამ მდგომარეობაში მართავდა ავტომობილს.

მათი ინფორმაციით,  სხვა ავტომანქანასთან  შეჯახების თავიდან აცილების მიზნით  გადავიდა ტროტუარზე და დაეჯახა 24 წლის მურმან კალანდიას, რომელიც დიდ მანძილზე გადააგდო.

მურმან კალანდიას ჩაუტარდა თავის ტვინის ნეიროქირურგიული  ოპერაცია. ექიმის განმარტებით, მისი მდგომარეობა არის უმძიმესი და აქვს მეოთხე ხარისხის კომა.

დაშავებულის ახლობელის, მაია კალანდიას თქმით, კობა კვინტაძე ერთ-ერთი პოლიციელია, რომელიც ზუგდიდის საპროტესტო აქციებზე დაკავებული და დაჯარიმებული პირების სასამართლო პროცესებზე ცრუ ჩვენებს აძლევს პროტესტის მონაწილე პირების წინააღმდეგ.

პოლიციელი დაკავებულია. გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა
სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა