ირაკლი კობახიძის მოთხოვნით, საუნივერსიტეტო განათლების რეფორმის კონცეფციაზე მუშაობა იწყება

სულ ნახვები : 179
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ქართული ოცნების“ პრემიერი ირაკლი კობახიძე  ქვეყანაში საუნივერსიტეტო განათლების სისტემურ შეცვლაზე საუბრობს.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით,  ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა. ამ კომისიამ უნდა შეიმუშაოს კონცეფცია, რომლის საფუძველზეც ჩატარდება უმაღლესი განათლების რეფორმა.

„შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა უმაღლესი განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებზე, როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე განათლების ხარისხის კუთხით.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ქვეყანაში საუნივერსიტეტო განათლების სისტემის თვისებრივად გარდაქმნის მნიშვნელობას. კომისია უახლოეს პერიოდში შეიმუშავებს კონცეფციას, რომლის საფუძველზე შექმნილ სტრატეგიას დაეფუძნება უმაღლესი განათლების რეფორმა. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, 2028 წლისთვის შესაძლებელია უნივერსიტეტებში როგორც ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარება, ასევე სწავლების და კვლევის ხარისხის გაუმჯობესება.

კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად იყოს ათვისებული ყველა რესურსი, რათა 4 წელიწადში თვისებრივად განახლებული სისტემა ჩამოყალიბდეს და ქართველმა სტუდენტმა საქართველოში ევროპული ხარისხის უმაღლესი განათლების მიღება შეძლოს“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრავციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა