ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ტერიტორიებად აღიარებას უკრაინა არ დათანხმდება - ზელენსკი

სულ ნახვები : 154
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში გამართულ მოლაპარაკებებს ეხმიანება.

"ჩვენ მზად ვართ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის იმ ფორმატში, რომელიც აშშ-მა შემოგვთავაზა.

ჩემთვის მნიშვნელოვანია ამ ომის დასრულება, და მინდა, რომ ეს აშშ-ის პრეზიდენტმა დაინახოს. თუ რუსეთი მზადყოფნას გამოხატავს, რომ მიიღოს აშშ-ის წინადადება, მჯერა, შესაბამისი გადაწყვეტილებებიც იქნება მიღებული. თუ ისინი არ არიან მზად, ჩვენ მტკიცედ ვიმედოვნებთ, რომ აშშ შეასრულებს თავის ვალდებულებებს”, - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტი რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების შესაძლო დათმობასაც გამოეხმაურა.

"ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ტერიტორიებად აღიარებას არც უკრაინა აპირებს და არც ვინმე სხვა. ეს მთავარი წითელი ხაზია", - აღნიშნა ზელენსკიმ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა