ქართული მართლმსაჯულების გადაწყვეტილებები მზეთუნახავ სააკაშვილზე საერთაშორისო სასამართლოში დაამტკიცეს - მაჭარაშვილი





...
სიმბოლურია, რომ მზეთუნახავ სააკაშვილს ამ საქმეზე ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ქართული მართლმსაჯულების გადაწყვეტილებები მზეთუნახავ სააკაშვილზე საერთაშორისო სასამართლოში დაამტკიცეს და დაადგინეს - ამის შესახებ დღეს, 12 მარტს საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების კომენტირებისას, პარტია „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, თუ ამ საქმეს გაასაჩივრებენ კვლავ აღმოაჩენენ, რომ ქართული მართლმსაჯულება სწორად მოქმედებს.
„საერთაშორისო სასამართლოში ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებები ბევრმა გაასაჩივრა, მათ შორის იყვნენ მელია, გვარამია, „რუსთავი 2“-ის საქმეები, მაგრამ ყველა ჯერზე სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ქართული მართლმსაჯულების მიერ სამართლიანი გადაწყვეტილებები იყო გამოტანილი. ამ საქმის გასაჩივრების ილუზია თუ აქვთ, ნახავენ, რომ ესეც სამართლიანი გადაწყვეტილებაა. პოლიტიკურ ნაწილზე დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობს. მათი მმართველობის თაობაზე ფაქტებს დავადგენთ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ფაშისტური რეჟიმი აღარ უნდა არსებობდეს“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.