საქართველოს ტერიტორიაზე მეორე ფრონტი, შემთხვევაში, რამდენიმე დღე გაძლებდა - ოლექსეი რეზნიკოვი

სულ ნახვები : 197
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უკრაინის თავდაცვის ექს-მინისტრი, ოლექსეი რეზნიკოვი

"რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე საუბრობს.

რეზნიკოვის განცხადებით, სრული სიცრუეა, რომ

კიევი თბილისსა მეორე ფრონტის გახსნას აიძულებდა. ექს-მინისტრის თქმით, ეს რუსული საინფორმაციო ომის ნაწილია.

"რა სამხედრო ინტერესი ან სარგებელი უნდა მიგვეღო აქედან? საქართველოს ტერიტორიაზე მეორე ფრონტი, საუკეთესო შემთხვევაში, რამდენიმე დღე გაძლებდა. ნებისმიერი სერჟანტი გეტყვით ამას. ეს როგორ შეიძლება ჩვენი ინტერესის ნაწილი ყოფილიყო? სხვა რელიეფი, სხვა სამხედრო სტრატეგია, სხვა შეიარაღება.

ჩემს მინისტრობისას მსგავსი რამ რომ განხილულიყო, აუცილებლად მეცოდინებოდა. და სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით – არ ყოფილა არცერთი მცდელობა, არანაირი ზეწოლა კიევის მხრიდან. ეს არასდროს ყოფილა ჩვენი პოლიტიკის ნაწილი", - განაცხადა რეზნიკოვმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა