არც ერთ პროტესტს არ ექნება შედეგი თუ სამართლიანობა არ უდევს საფუძვლად - ანა წითლიძე





....
ენმ-ს ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანა წითლიძე, სოციალურ ქსელში, მიხეილ სააკაშვილის და თემურ ჯანაშიას დამნაშავედ ცნობის საკითხს ეხმიანება.
წითლიძე თავის პოსტში „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს მყოფ საქართველოს პრეზიდენტებს გიორგი მარგველაშვილს და სალომე ზურაბიშვილსაც ეხება და წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის ეს მდგომარეობა მათი დამსახურებაც არის.
„არც ერთ პროტესტს არ ექნება შედეგი თუ სამართლიანობა არ უდევს საფუძვლად.
ამიტომ კიდევ დიდი ხანი ივლით ჩაკეტილ წრეზე, რუსთაველის გადაკეტვაზე და რეგიონებში პერფორმანსების ამარა.
ყველა ვინც ტოლობას სვამთ წინა და ახლანდელ ხელისუფლებას, მიშა და ბიძინას შორის, ღირსები ხართ, გისურვოთ, იგივე წრეზე სიარული და იგივე გამოიაროთ მაგრამ ეს ქვეყანა არ იმსახურებს სასარგებლო იდიოტების გადაყოლებას.
მიხეილ სააკაშვილს 9 მიუსაჯეს ისეთ საქმეზე სასაცილო იქნებოდა ამ ქვეყნის ტრაგედია რომ არ იყოს.
სალომე ზურაბიშვილის კისერზეც არის ეს განაჩენი.
გიორგი მარგველაშვილის კისერზეც არის რომელსაც გრიფით საიდუმლოს მოხსნას მოვუწოდებდით რომ ყველას ენახა ამ საქმის აბსურდულობა და არ ქნა.
თემო ჯანაშიამ რომელსაც მეუღლის მზითევიც კი დაყადაღებული აქვს ეს 300 ათასი როგორ უნდა გადაიხადოს არ ვიცი.
ჩვენთვის ეს ბრძოლა არც გუშინ არ დაწყებულა, არც რამდენიმე წლის წინ, 13 წლის წინ დაიწყო - ბოლომდე მივიყვანთ გამარჯვებით“, - წერს წითლიძე.