სუჯას მიდამოებში ბრძოლა გრძელდება - Deep State





...
სუჯას მიდამოებში ბრძოლა გრძელდება, - წერს Deep State.
Deep State-ს განნარტებით,
მტერი ახორციელებს აქტიურ ზეწოლას აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან, დიდი ხნის განმავლობაში შეგროვებულ რესურსს სრულად იყენებს.
ქსელში, კერძოდ, ტელეგრამის არხებში არის შეტყობინებები ქალაქ სუჯადან სრული გასვლის შესახებ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
"ნაცრისფერი ზონა ქალაქის ჩრდილოეთ და დასავლეთ გარეუბანშია, სადაც ბრძოლები გრძელდება, მიუხედავად რუსების პუბლიკაციებისა.
სუჯაში მდგომარეობა მძიმეა. უკრაინის თავდაცვის ძალები ცდილობენ რუსების წინსვლის შეჩერებას, უახლოეს დღეებში უფრო მეტი გაცხადდება, მანამდე კი დავაკვირდეთ მოვლენებს", - აღნიშნავს Deep State.