განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრთან ილიას უნივერსიტეტის მხარდამჭერი აქცია იმართება

სულ ნახვები :
124




...
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხის ხელახალი განხილვა ორჯერ გადადების შემდეგ დღეს, 12 მარტს იმართება.
განხილვის პარალელურად განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრთან ილიას უნივერსიტეტის მხარდამჭერი აქცია იმართება.
27 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ავტორიზაცია ერთ წელიწადში მონიტორინგის ჩატარების მოთხოვნით მიიღო. უნივერსიტეტმა გადაწყვეტილება სააპელაციო კომისიაში გაასაჩივრა. 30 დეკემბერს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა – აპელაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტორიზაციის საბჭო ვალდებული გახდა, ხელახლა განიხილოს ილიაუნის ავტორიზაციის საკითხი