იმყოფება ძალზედ მძიმე ანტისანიტარიულ საკანში - ირაკლი პაპიაშვილი გიორგი ჩიკვაიძეზე

სულ ნახვები : 179
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე ვირთხებით და ტარაკნებით სავსე სამარტოო საკანში გამოკეტეს- ამის შესახებ ინფორმაციას მისი ბიზნესპარტნიორი, ირაკლი პაპიაშვილი უფლებადამცველზე დაყრდნობით ავრცელებს. 

"იყო იურისტი შესული გიორგისთან მოსანახულებლად. ამ მომენტში იმყოფება ძალზედ მძიმე ანტისანიტარიულ საკანში, სადაც არიან ტარაკნები, ვირთხები, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ასევე ადვოკატის მეშვეობით გაავრცელა განცხადება, რომ დაიწყო სრული შიმშილობა. იქიდანაც აგრძელებს ბრძოლას, არის ძლიერად, რაც მთავარია ფსიქოლოგიურად. მინდა მივმართო რუსულ რეჟიმს, გიორგი გაბიტაშვილს, ბიძინა ივანიშვილს, რომ გიორგის ოთხ კედელში ვერ გააჩუმებენ. ეს არ იქნება მისთვის დაბრკოლება.

ამ ტერორს მთელი საქართველო უყურებდა და ადევნებდა პირდაპირ ეთერში თვალს. ჯერ იყო შემოთვლები, რომ გაჭყლეტდნენ ციხეში და მის ხმას ჩაახშობდნენ ციხეში სუპერკრიმინალების დახმარებით. სრული დისკომფორტის შექმნით ჰგონიათ, რომ ვიღაცებს გატეხავენ. შეიძლება ვიღაცები გაუტეხავთ, მაგრამ გიორგი ჩიკვაიძის გატეხვა შეუძლებელია. გიორგის მოწოდებაა, რომ უნდა ვიბრძოლოთ ყველა ადამიანმა, ჩვენ ამას გავაკეთებთ. ბიძინა ივანიშვილზე დიდი დრაკონი ამ ქვეყანაში არ არის, მასთან ბრძოლამ ვერ გატეხა და ვირთხა ვერანაირი დაბრკოლება ვერ იქნება მისთვის," - განაცხადა ირაკლი პაპიაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა