ორი აზრი არ არის, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა - უგულავა ე.წ პიჯაკების საქმეზე





…
ორი აზრი არ არის, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება - ასე ეხმაურება თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე გამოცხადებულ განაჩენს პოლიტიკოსი გიგი უგულავა.
“ორი აზრი არ არის, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან იმთავითვე პოლიტიკური იყო. როდესაც საუბრობ პოლიტპატიმარზე, საერთოდ არ არის აუცილებელ ადამიანი მოგწონდეს ან არ მოგწონდეს. პოლიტპატიმარი შეიძლება დამნაშავეც იყოს იმაში, რაც მიუსაჯეს, მაგრამ ამავე დროს იყოს პოლიტპატიმარიც, ანუ პოლიტპატიმარს სტატუს არ სჭირდება უდანაშაულობა ამ დროს. სააკაშვილის მიმართ ეს ბრალი არის აბსოლუტურად გამოგონილი". - განაცხადა გიგი უგულავამ.
ცნობისთვის, ე.წ პიჯაკების საქმეზე მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.