ოპოზიციამ გადაწყვეტილება მიიღო: მელია მერად, ხოშტარია საკრებულოს თავმჯდომარედ

სულ ნახვები : 3,304
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ოპოზიციიდან მერობის კანდიდატად ნიკა მელია, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად კი ელენე ხოშტარია განიხილება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ადასტურებს, თუმცა მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გახდება ცნობული.

„იმედი გვაქვს და ასე გვაქვს დაგეგმილი, რომ სულ ორიოდე დღეში ყველა ამ კითხვაზე იქნება გაცემული პასუხი. ის გვარები, რომლებიც თქვენ დაასახელეთ, აბსოლუტურად ლეგიტიმურად განხილვის საგანი იყო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და საბოლოო გადაწყვეტილებას ყველას მოგახსენებთ ორიოდე დღეში”, - განაცხადა ბოკერიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები