პოლიციამ მარნეულში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტებზე ორი პირი დააკავა

სულ ნახვები : 167
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს ორი ადამიანი, რომლებმაც მარნეულში ყოფილი ცოლისა და სიმამრის მკვლელობაში ბრალდებულის მამას ნიჩბის გამოყენებით დაზიანებები მიაყენეს, ოჯახის კუთვნილი ორი ავტომობილი კი დააზიანეს.

უწყების ცნობით, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტებზე მიმდინარეობს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მას შემდეგ, რაც ამ დროისთვის ბრალდებულის სახით დაკავებულმა, 1992 წელს დაბადებულმა ე.ა.-მ მარნეულის მუნიციპალიტეტში 2 პირი მოკლა და 2 პირის მკვლელობას შეეცადა, მოკლულთა ახლობლები - ტ.პ. და ი.პ. ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში მივიდნენ. ტ.პ.-მ ნიჩბის გამოყენებით ე.ა.-ს მამას სხეულზე დაზიანებები მიაყენა, ხოლო ი.პ.-მ მისი ოჯახის კუთვნილი ორი ავტომობილი დააზიანა.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, მარნეულში მკვლელობა გვიან ღამით მოხდა. სოფელ ზემო სარალში ყოფილმა ქმარმა 28 წლის ქალი და მისი მამა მოკლა. ასევე, დაჭრა ქალის დედა და ძმა. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა