„სროლის ხმა გავიგე და...“ - მარნეულში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

სულ ნახვები : 79
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გუშინ იყიდა იარაღი და ხომ ხედავთ, ყოფილი მეუღლე და მამამისი მოკლა, - მარნეულში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ, რა დროსაც 29 წლის მამაკაცმა ყოფილი ცოლი და სიმამრი მოკლა, ხოლო ოჯახის კიდევ 2 წევრი დაჭრა ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

„გუშინ იყიდა იარაღი, მოვიდა და ყოფილ მეუღლეს დაუძახა, ეზოში გამოიყვანა, ხმაურზე გოგოს მამაც გამოვიდა. რის შემდეგაც ელჩინმა ჯერ მამას ესროლა, შემდეგ კი ყოფილ მეუღლეს, გოგომ მამის დაცვა სცადა და გადაეფარა. 3 შვილი ჰყავთ, ერთმანეთთან რა პრობლემა ჰქონდათ არ ვიცი. მე სროლის ხმა გავიგე და მაგაზე მოვედი, აქ უკვე დაჭრილები იყვნენ,“-  ყვება პილიევების ოჯახის ახლობელი.

მკვლელობის ფაქტზე ოჯახის სიძე უკვე დაკავებულია. მას ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი.

მას 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები