ავსტრალია ოლიმპიურ თამაშებს მესამედ უმასპინძლებს

სულ ნახვები : 17
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) გადაწყვეტილებით, 2032 წლის ზაფხულის ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშები ავსტრალიის ქალაქ ბრისბენში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება IOC-ის 138-ე სესიაზე იქნა მიღებული.

ავსტრალიურმა მხარემ თურქეთის, ყატარის, ინდონეზიის, ინდოეთისა და სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეების ერთობლივ განაცხადებს აჯობა.

აღსანიშნავია, რომ ავსტრალია მესამედ უმასპინძლებს ოლიმპიურ თამაშებს და სამივეჯერ სხვა და სხვა ქალაქით. 1956 წელს თამაშები მელბურნში ჩატარდა, 2000-ში – სიდნეიში.

შეგახსენებთ იმასაც, რომ 2024 წელს ოლიმპიადა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ჩატარდება, ხოლო 2028 წელს ლოს ანჯელესი (აშშ) უმასპინძლებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები