ახლა თუ რამე მინდა, ყველაზე მეტად აქ დარჩენაა, ჩემს სამშობლოში - სინდისის პატიმარი თორნიკე გოშაძე

სულ ნახვები : 141
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ახლა თუ რამე მინდა, ყველაზე მეტად აქ დარჩენაა - ჩემს სამშობლოში თუნდაც წლები ციხეში დავკარგო, - ამის შესახებ წერს საპროტესტო აქციების გამო დაკავებული თორნიკე გოშაძე წერილში, რომელიც დედას გაუგზავნა.

„დედა, რაღაც სასამართლოებზე თითქოს ცოტა უხასიათოდ ხარ და გაიღიმე ხოლმე. მეც ხომ სულ ვიღიმი. ხომ იცი, არ გამომიშვებენ. ისიც, შენი თაობის პატიმრებთან შედარებით, ჩემი შემთხვევა საწუწუნოდაც არ ღირს. თან ტელევიზიის საშუალებით ვხედავ რამდენ ახალგაზრდას აიძულებენ ქვეყანა იძულებით დატოვონ.

შენ კარგად იცი, როგორ ვოცნებობდი საქართველოდან გაქცევაზე. ხშირად ისიც მითქვამს, აქეთ აღარც კი მოვიხედავთქო, მაგრამ ახლა თუ რამე მინდა, ყველაზე მეტად აქ დარჩენაა - ჩემს სამშობლოში, თუნდაც წლები ციხეში დავკარგო იმიტომ, რომ მჯერა, ამერიკაში, ჩინეთში და გერმანიაში კი არა, თავად მთვარეზეც კი ვერ ვიქნები მშვიდად როცა ჩემი ქვეყანა და ხალხი ასეთ დღეში მეგულება.

ფრთხილად იყავით, გთხოვთ. ვნერვიულობ თქვენზე, ყველას უსაფრთხოებაზე ვღელავ. რეჟიმი ისეთ პანიკაშია, არავინ ვიცით რაზე არიან წამსვლელები.

ხო, კიდევ, ძაღლები ჩამიკოცნე და ჩამიჩქმიტე“, - წერს თორნიკე გოშაძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა