ევროკავშირის დროშის დაზიანება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ჩაითვლება

სულ ნახვები : 115
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ევროკავშირის დროშის დაზიანება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ჩაითვლება, - ამის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ოპოზიციური პარტიის წევრებს წარუდგინა.

კახა კუჭავას კანონპროექტის მიხედვით, აღნიშნულ დარღვევაზე დაწესდება ფულადი ჯარიმა. ინიციატივის მიზეზი 5-6 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მიერ პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხევა და დააზინება გახდა.

მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, რომ საკანონმდებლო ინიციატივა არის გზავნილი საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი, გზავნილის შინაარსი კი არის ის რომ საქართველოს ევროპული მომავალი არ გადაიხედება.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ ევროატლანტიკური სივრცე სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. 

„ინიციატივას ვემხრობი, პირველ შემთხვევაში იქნება ჯარიმა, მეორე შემთხვევა კი ადმინისტრაციული, რასაც მოჰყვება დაკავება,"- განაცხადა ზარქუამ.

ნაციონალური მოძრაობა საკონონმდებლო ინიციატივას სიყალბედ მიიჩნევს, გირჩის წარმომადგენლებს კი უკვირთ, ნაჭრის დაზიანების გამო ადამიანებს პასუხისმგებლობა რატომ უნდა დაეკისროთ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა