მზია ამაღლობელის საქმეზე გადაწყვეტილება 18 მარტს გამოცხადდება

სულ ნახვები : 112
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის, ადმინისტრაციული საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დასრულდა. მოსამართლე სალიხ შაინიძე საბოლოო გადაწყვეტილებას 18 მარტს გამოაცხადებს.

სასამართლო პროცესში რეჟიმის პატიმარი დისტანციურად მონაწილეობდა.

"ბატონო მოსამართლე, საქმე, რომელსაც განიხილავთ, გაყალბებულია. ოქმიც არის გაყალბებული. ამ საქმეში რეალობა არის მხოლოდ ის, რომ სტიკერი ნამდვილად გავაკარი, სრულიად გააზრებულად. [სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, ეს არის სიცრუე, კანონსაწინააღმდეგო მოქმედება არ ჩამიდენია. საუბარი იყო, რომ პოლიციის თანამშრომლებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფასო, ესეც სიცრუეა", - თქვა მზია ამაღლობელმა პროცესზე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა