მამა იოსებს მღვდელმსახურება შეუჩერდა - „ახლა ვსწავლობ, სად დავაჭირო თითო“
...
„მამა იოსები დაისაჯა უცენზურო ფოტომონტაჟის გამოქვეყნების გამო. რამდენიმე თვით შეუჩერდა მღვდელმსახურება“, - წერს მეუფე იოსები სოციალურ ქსელში.
მან შემოქმედის ეპარქიის მღვდელს, მამა იოსებ ღლონტს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა.
ირკვევა, რომ ამის მიზეზი სასულიერო პირის მხრიდან Facebook-ზე უხამსი შინაარსის ფოტოს გაზიარება ხდება.
თავის მხრივ ლიხაურის ეკლესიის წინამძღვარი აცხადებს, რომ Facebook-ის მოხმარება არ იცის და ფოტოც შემთხვევით გააზიარა.
„ახლა ვსწავლობ, სად დავაჭირო თითი“, - აცხადებს მამა იოსებ ღლონტი, რომელიც სიძულვილის ენის ტირაჟირებით გამოირჩევა და ბოლო დღეების განმავლობაში ჟურნალისტების ფოტოშოპით დამუშავებულ უხამს ფოტოებს აზიარებს, ადასტურებს, რომ მხოლოდ რუსულ არხებს უყურებს და მისთვის მთავარი გმირი სტალინია.