მამა იოსებს მღვდელმსახურება შეუჩერდა - „ახლა ვსწავლობ, სად დავაჭირო თითო“

სულ ნახვები : 167
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„მამა იოსები დაისაჯა უცენზურო ფოტომონტაჟის გამოქვეყნების გამო. რამდენიმე თვით შეუჩერდა მღვდელმსახურება“, - წერს მეუფე იოსები სოციალურ ქსელში.

მან შემოქმედის ეპარქიის მღვდელს, მამა იოსებ ღლონტს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა.

ირკვევა, რომ ამის მიზეზი სასულიერო პირის მხრიდან Facebook-ზე უხამსი შინაარსის ფოტოს გაზიარება ხდება.

თავის მხრივ ლიხაურის ეკლესიის წინამძღვარი აცხადებს, რომ  ​Facebook-ის მოხმარება არ იცის და ფოტოც შემთხვევით გააზიარა.  

„ახლა ვსწავლობ, სად დავაჭირო თითი“,  - აცხადებს მამა იოსებ ღლონტი, რომელიც სიძულვილის ენის ტირაჟირებით გამოირჩევა და ბოლო დღეების განმავლობაში ჟურნალისტების ფოტოშოპით დამუშავებულ უხამს ფოტოებს აზიარებს, ადასტურებს, რომ მხოლოდ რუსულ არხებს უყურებს და მისთვის მთავარი გმირი სტალინია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები