კახა ცხადაძე: მქაბისთან მოგებით გულშემატკივრებს ნეფთჩისთან მარცხი უნდა დავავიწყოთ

სულ ნახვები : 167
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თბილისის დინამო უეფას კონფერენციის ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე ჰაიფას მაქაბის შეხვდება.

მატჩის წინ დინამოს მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ პრესკონფერენცია გამართა.

კახა ცხადაძე:

_ სამწუხაროდ, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას გამოვეთიშეთ. ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ მარცხი ინდივიდუალურმა შეცდომებმა განაპირობა. ნეფთჩის კი, ისეთი მაღალი დონის შემსრულებლები ჰყავს, რომლებიც ასეთ შეცდომებს არ გაპატიებენ.

ახლაც კი იმ აზრზე ვარ, რომ ნეფთჩისთან არცერთ მატჩში მარცხს არ ვიმსახურებდით. თუ ვინმეს განსხვავებული აზრი აქვს, შემიძლია შევეკამათო.

ტრავმები არ გვაქვს. ერთადერთი, გუნდი დატოვა რიონ კვსხვაძემ, რომელიც ბოლო პერიოდში ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ იყო და ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადავწყვიტეთ. მეკარისთვის ასეთი მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.

მაქაბი ძალიან ძლიერი გუნდია, რომლის შემადგენლობაც დიდი ხანია ერთად თამაშობს და საკმაოდ რთული მატჩი გველის. მათ ჩემპიონატი ძალიან დამაჯერებლად მოიგეს, ყველანაირად უნდა შევეცადოთ, რომ აგრესიულად ვითამაშოთ და ასეთი ტიპის მეტოქეს არ მივცეთ შესაძლებლობა, რომ საკუთარი თამაში თავზე მოგვახვიოს. ინიციატივა ხელში მეტოქემ არ უნდა აიღოს. ინდივიდუალური შეცდომები უნდა გამოვასწოროთ, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში, საინტერესო თამაში გველის.

მაქაბისთან 2-რაუნდიანი დაპირისპირება არის შანსი, რომ დინამოს ფეხბურთელებმა გულშემატკივარს ნეფთჩისთან მტკივნეული მარცხი დავავიწყოთ.

დინამოსა და მაქაბის მატჩი 22 ივლისს, „დინამო არენაზე“  20:30 საათზე დაიწყება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები