ოლიმპიადის გახსნამდე ფეხბურთელებმა ტურნირი დაიწყეს

სულ ნახვები : 139
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები ჯერ ოფიციალურად არ გახსნილა, მაგრამ საქმეში უკვე ჩაერთვნენ ფეხბურთელები.

21 ივლისს ქალთა ჯგუფური ეტაპის მატჩები გაიმართება, ხვალიდან უკვე მამაკცები დაიწყებენ.

პირველი მატჩი E ჯგუფში გაიმართა, რომელშიც დიდი ბრიტანეთის ნაკრებმა 2:0 დაამარცხა ჩილეს ეროვნული გუნდი. ამავე ჯგუფში იაპონია და კანადა შეხვდნენ ერთმანეთს და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

F ჯგუფი ყველაზე უხვგოლიანი გამოდგა. 13 გოლი გავიდა ნიდერლანდებისა და ზამბიას მატჩში – ევროპელებმა 10:3 დაამარცხეს მეტოქე. ბრაზილიამ კი, ჩინეთს 5:0 მოუგო.

G ჯგუფში მინი-სენსაცია მოახდინა შევედეთმა, რომელმაც 3:0 მოუგო ტურნირის ფავორიტად შერაცხულ აშშ-ს ნაკრებს. ავსტრალიასა და ახალი ზელანდიას დაპირისპირება კი, ავსტრალიელებმა მოიგეს – 2:1.

შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად 23 ივლისს გაიხსნება და 8 აგვისტომდე გასტანს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები