ეგენი ყველა გამოექანებიან ფინალში - თაკო ჩარკვიანი ,,ქართულ ოცნებაზე“

სულ ნახვები : 252
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

,,ეგენი ყველა გამოექანებიან ფინალში და დაებერტყებიან თავიანთ უხარისხოდ დაგებულ ასფალტს და ტროტუარს, ასე იცის პოლიტიკამ, უზნეო პოლიტიკამ ასე იცის“, - ასე ეხმიანება ,,ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიას პარტია ,,კანონი და სამართალის“ ლიდერი და საქართველოს პარლამენტის წევრი თაკო ჩარკვიანი.

ჩარკვიანის თქმით, მისთვის არ იყო გასაკვირი ,,ქართული ოცნების“ მიერ კალაძის კანდიდატურის დასახელება, რადგანაც ოლიგარქიულ მმართველობას სწორედ კალაძის მსგავსი, კორუმპირებული კადრები სჭირდება.

,,ერთი წუთით არ შემპარვია ეჭვი, რომ აუცილებლად კალაძეს დაასახელებდნენ, მაშინ, როდესაც ყველა ამბობდა, რომ კალაძე არ იქნებოდა მერობის კანდიდატი, მე ვწერდი სტატუსად, რომ იქნებოდა. იმიტომ, რომ ოლიგარქიას ახასიათებს თავხედური აღვირახსნილობა ყველაფრისადმი, გამოწვევა, იმიტომ, რომ ეს არის მისთვის დამახასიათებელი კანონის დარღვევით არსებობა. ესენი ისეთ კორუფციულ სქემებში არიან გახვეულები, რა გადაწყვეტა და გადმოწყვეტა. ეგრე ალეკო ელისაშვილიც ეგონათ, რომ ოპოზიციონერი იყო, მაგრამ აგერ შევხედეთ, რომ ყველაფერში უდგას გვერდით ,,ქართულ ოცნებას“, - განაცხადა ჩარკვიანმა ,,მთავარი არხის“ ეთერში.

მისივე თქმით, ის საუბრები, როგორც რიგი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები საუბრობენ, რომ კალაძეს არ ჰყავს კონკურენტი ოპოზიციის მხრიდან, საღ აზრს მოკლებულია. ჩარკვიანი გადაჭრით არ ასახელებს, რომ ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი ,,ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია იქნება, თუმცა კალაძის საპირწონედ, მას სწორედ მელიას მაგალითი მოჰყავს.

,,აი მითხარით, რატომ არ უნდა გაუწიოს ნიკა მელიამ ჯანსაღი კონკურენცია კორუფციულ სქემებში გასვრილ, ორ მილიონიანი ნაძვის ხის შემომტან კახი კალაძეს? ერთი ნიშანი მაინც თქვას ვინმემ, კალაძე, რომელიც მუდმივი უზრდელობით გამოირჩევა ქალაქის მიმართ. ნიკა მელიას ყველაფერი აქვს, კარგი განათლება, დალაგებული ურთიერთობა საერთაშორისო პარტნიორებთან, თუ ოჯახზე მიდგება საქმე, ჰყავს საოცარი ოჯახი, რომელსაც ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული ადამიანებისთვის“, - განაცხადა ჩარკვიანმა.

შეგახსენებთ, გუშინ 20 ივნისს ,,ქართულმა ოცნებამ“ მერობის კანდიდატად მოქმედი მერი კახა კალაძე დაასახელა, პრეზენტაცია მთაწმინდის პარკში, სწორედ იმ ადგილას გაიმართა, საიდანაც რამდენიმე წლის წინათ კალაძემ ოპოზიციას გამოქანება ურჩია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები