ქვეყანაში იყო მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესები და ამიტომ აჭარა მაშინ დროულად არ ჩავკეტეთ – ამირან გამყრელიძე

სულ ნახვები : 294
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

შევამჩნიეთ რაც ხდებოდა სექტემბერში, მაგრამ ქვეყანაში იყო მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესები და ამიტომ არ მოხდა აჭარის ჩაკეტვა - გამყრელიძის თქმით, ოცნების საპარლამენტო არჩევნებმა ადამიანების ჯანმრთელობაზე გაიარა

,,წლევანდელმა სიკვდილიანობის მაჩვენებელმა რიცხობრივად გადააჭარბა გასული წლის მაჩვენებელს, ეს ძალიან მძიმე ინდიკატორია“,- აღნიშნული ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს, 21 ივლისს, ტელეკომპანია ,,ფორმულას ეთერში გააკეთა.

გამყრელიძის თქმით, უშეცდომო არავინ არ არის და კოვიდსიტუაციის მართვის პროცესშიდაც იქნა დაშვებული გარკვეული შეცდომები და ეს იყო გასულ წელს აჭარის კუთხით, როდესაც მისი ჩაკეტვა არ მოხდა. გამყრელიძემ აჭარის რეგიონის ჩაკეტვაზე უარის თქმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს დაუკვაშირა.

,,რაც შეეხება შეცდომებს, ეს ანალიზდება და მე ამაზე ღიად ვსაუბრობ ხოლმე საკოორდინაციო საბჭოზე. ამ ქვეყანაზე მამა ღმერთის გარდა უშეცდომო არავინ არ არის, თუმცა მე ვერ ვიტყვი, რომ რაიმე ისეთი შეცდომა ყოფილიყო დაშვებული, რაც საბედისწერო იქნებოდა. რაც ხდებოდა  პროგნოზირებადი იყო. ვაღიარებ, ჩვენი შეცდომა იყო ის, რომ ჩვენ აჭარა მაშინ დროულად არ ჩავკეტეთ, შევამჩნიეთ რაც ხდებოდა სექტემბერში, მაგრამ ქვეყანაში იყო მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესები და ამიტომ არ მოხდა აჭარის ჩაკეტვა“- განაცხადა გამყრელიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა