გია გეგუჩაძე: იმედი მაქვს, მეტოქეს ჩვენ თამაშს მოვახვევთ

სულ ნახვები : 123
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

22 ივლისს ბათუმის დინამო უეფას კონფერენციის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბელარუსულ ბატე-ს შინაურ არენაზე დაუხვდება.

ბათუმელთა მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე თავისი გუნდის შანსები შეაფასა.

„ბატე კარგი გუნდია, შანსებზე ამას წინათაც ვისაუბრე და აზრი არ შემიცვლია: მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსები თანაბარია. იმედი მაქვს, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლას ჩვენ მოვახერხებთ. იმედი მაქვს, მეტოქეს ჩვენ თამაშს მოვახვევთ. ეს წარმატების წინაპირობა იქნება. ბუნებრივია, ყოველთვის გინდა, რომ ინიციატივას ფლობდე, შენ კარნახობდე თამაშს მოწინააღმდეგეს, მაგრამ ეს ადვილი არ არის. ყველაფერთან ერთად, საქმე ძალიან გამოცდილ გუნდთან გვაქვს. ჩვენი სურვილია, რომ ორივე მატჩში გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ“, – განაცხადა გეგუჩაძემ.

ბათუმის დინამოსა და ბატეს მატჩი 22 ივლისს 21 საათზე დაიწყება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები