“ქართული ოცნება“ თელავის მერობის კანდიდატად, სავარაუდოდ, ლევან ანდრიაშვილს წარადგენს

სულ ნახვები : 1,687
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

СNews- ის  ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ თელავის მერობის კანდიდატად რამდენიმე დღეში ლევან ანდრიაშვილს წარადგენს. ლევან ანდრიაშვილი სხვადასხვა პერიოდში შსს სამინისტროს სხვადასხვა უწყების თანამშრომელი იყო. როგორც ცნობილია, ლევან ანდრიაშვილი წარმოშობით თელავიდან არის, მისი მეუღლე თეა მაისურაძე კი ამ დროისთვის საქართველოს სრულუფლებიანი ელჩია ლატვიაში.

ანდრიაშვილი და მისი მეუღლე გუშინ კახი კალაძის მერობის კანდიდატად წარდგენას ოცნების პოლიტსაბჭოს წევრებთან ერთად ესწრებოდნენ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა