პოლიტიკურ კრიზისს სჭირდება პოლიტიკური გადაწყვეტა - თაზო დათუნაშვილი

სულ ნახვები : 476
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პოლიტიკურ კრიზისს სჭირდება პოლიტიკური გადაწყვეტა, - განაცხადა „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტ პროტესტთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ივანიშვილი ქართულ საზოგადოებას მიიჩნევს პოსტსაბჭოთა საზოგადოებად, რომელსაც ევროპაში არაფერი  ესაქმება, თუმცა საზოგადოებამ დამტკიცა , რომ ეს ასე არ არის, ახლა საჭიროა პროტესტის ახალ ფაზაში გადაყვანა.

„ის [ივანიშვილი] თვლის, რომ ქართული საზოგადოება არის პოსტსაბჭოთა  საზოგადოება. ის ასე უყურებს, როგორც გაჭირვებული ხალხის საზოგადოებას - ამ საზოგადოებას რა ესაქმება  ევროპაში? ეს საზოგადოება უნდა შესცქეროდეს მას ხელებში... ახალი ფაზა უნდა დაიწყოს აუცილებლად, ინტენსიური პოლიტიკური პროცესი უნდა გვქონდეს, რა თქმა უნდა, ყველაფერი გადის იმაზე, თუ როგორი იქნება წინააღმდეგობა.

პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა ამ პოლიტიკურ პროცესზე, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ როლს როგორც პოლიტიკურ ძალას და არა რაღაც ლოჯისტიკურ ცენტრს, რომელიც შეიძლება მხარს უჭერდეს აქციას.  პოლიტიკურ კრიზისს სჭირდება პოლიტიკური გადაწყვეტა“, - განაცხადა დათუნაშვილმა  „ფორმულას“ ეთერში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა