დარწმუნებული არიან, რომ გამარჯვებას ვერ მიაღწევენ - მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე

სულ ნახვები : 97
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„უკვე გამოიკვეთა იმის ნიშნები, ოპონენტები რას აპირებენ არჩევნების შემდეგ და მანამდე", აცხადებს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე.

მისივე თქმით, არჩევნებზე გამარჯვებას ვერ მოიპოვებენ და წინასწარ ამზადებენ საფუძველს.

"დარწმუნებული არიან, რომ გამარჯვებას ვერ მიაღწევენ და წინასწარ ამზადებენ საფუძველს იმისას, რომ ლეგიტიმაციის პრობლემაზე ილაპარაკონ. არჩევნები იდეალურადაც რომ ჩატარდეს, ამის გამოძახილია ის, როგორც დღეს იქცევიან, ცესკო-ს არ უჭერენ მხარს. კანდიდატების მიმართ რეალური პრეტენზიები ვერ ექნებათ. მათ აქვთ მიზანი, რომ არჩევნების ლეგიტიმაციაზე ისევ სპეკულაციები დაიწყონ. ამ დროს ჩვენ ვნახეთ „გაყალბებული“ არჩევნების პროექტი როგორ ჩავარდა, აღმოჩნდა, რომ ქვეყანაში არჩევნები კი არ გაყალბდა, არამედ პარალელური დათვლის შედეგები. ჩემი ვარაუდით, მეოთხე კენჭისყრაზე იქნებიან კანდიდატურები არჩეული, რადგან მეოთხე კენჭისყრა უნდა ჩატარდეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები