აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ხაზს უსვამს, რომ საქართველო რჩება რეგიონში ლიდერ, ჩვენი პარტნიორების დასაყრდენ ქვეყანად - დავით ზალკალიანი

სულ ნახვები : 42
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში მკაფიოდ ასახავს საქართველოსა და აშშ-ის შორის არსებულ მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას, ადასტურებს საქართველოს სწორი მიმართულებით განვითარებას და ხაზს უსვამს, რომ საქართველო რჩება რეგიონში ლიდერ, დასავლელი პარტნიორების დასაყრდენ ქვეყანად.

"მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს ამ კუთხით გაწეული ძალისხმევისათვის. მოხარული ვართ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი დადებითად აფასებს ქვეყანაში არსებულ ჯანსაღ და მიმზიდველ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს. წლების განმავლობაში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმების შედეგად, საქართველო წარმოადგენს კარგად ფუნქციონირებად და სტაბილურ საბაზრო ეკონომიკას და ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს მოწინავე პოზიციები რეგიონსა და მსოფლიოში, რაც ასახულია უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო რეიტინგებშიც. ასევე, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები დადებით შეფასებას აძლევენ საქართველოს მიერ არაერთი მიმართულებით გატარებულ უმნიშვნელოვანეს რეფორმებსა და პროგრამებს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და მიმზიდველობის გაზრდის მიზნით", - განაცხადა დავით ზალკალიანმა სახელწმიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შეფასებისას, რომელიც 2021 წლის საინვესტიციო კლიმატს ეხება.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოს მდგრადი მაკროეკონომიკური ჩარჩო, მიმზიდველი ბიზნეს გარემო და ძლიერი საჯარო ფინანსური მენეჯმენტის მექანიზმი გააჩნია, რაც ქვეყანას პანდემიით მიყენებული ეკონომიკური ზიანის აღმოფხვრაში დაეხმარება.

მინისტრის თქმით ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ანგარიშში კიდევ ერთხელ ყურადღებაა გამახვილებული რუსეთი მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციაზე და მკაფიოდ არის ასახული აშშ-ის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა.

"ანგარიში მკაფიოდ ასახავს საქართველოსა და აშშ-ის შორის არსებულ მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას, ადასტურებს საქართველოს სწორი მიმართულებით განვითარებას და ხაზს უსვამს, რომ საქართველო რჩება რეგიონში ლიდერ, დასავლელი პარტნიორების დასაყრდენ ქვეყანად", - განაცხადა ზალკალიანმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები