სიძულვილის ენაზე გაკეთებული განცხადებები - ქუთაისის მერი ისევ დუმს

სულ ნახვები : 771
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

"გვარამია მიდის, გრიგოლია-მელაძე არ დაგრჩეს, თუ ღმერთი, ოჰ, თუ მიშა გწამს“- ეს „ფეისბუქ“-პოსტი, ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის (რომელიც მერიის შემადგენლობაში მყოფი სახელმწიფო უწყებაა) პიარს, ნინო აბდალაძეს ეკუთვნის. 

ბოლო პერიოდში, აბდალაძე და ზოგადად ქუთაისის მერიის კონკრეტული უწყებების თანამშრომლები, მედიის მისამართით, არც ლანძღვას, არც წყევლას და არც გინებას არ იშურებენ. 

5 ივლისს, თბილისში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ნინო აბდალაძემ მედიის წარმომადგენლებს არაერთი პოსტი მიუძღვნა, მათგან ყველაზე გამორჩეული, კომპანია მაგთიკომის მისამართით დაწერილი პოსტი იყო, სადაც ის დემონსტრაციულად მოითხოვდა, მის მიერ არჩეული სატელევიზიო არხების: „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“, „ფორმულა“ და „კავკასია“, პაკეტიდან ამოღებას.

აბდალაძემ, ანალოგიური მოთხოვნები თავის „ფეისბუქ“ მეგობრებსაც წაუყენა და უთხრა, რომ აღნიშნული არხები გაეუქმებინათ.

ცნობისთვის:  5 ივლისს, მოძალადე-რადიკალების მიერ, „სირცხვილიას“ ოფისში, სასტიკად ნაცემი „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოთხმა ტელეკომოანიამ: „მთავარი არხი“, „ფორმულა“, „ტვ პირველი“ და „კავკასია“ მაუწყებლობა 24 საათით შეწყვიტა.

ქუთაისში მომუშავე მედიის წარმომადგენლებმა, ლექსო ლაქშარავას დაკრძალვის დღეს, მდუმარე პროტესტი გამოხატეს, რის გამოც ქუთაისის მერიის თანამშრომელმა ოთარ კვალიაშვილმა, ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ერთ-ერთ მათგანს, სახლშიც მიუვარდა იმის გამო, რომ კონკრეტულმა ჟურნალისტმა საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე კვალიაშვილის მისამართით კრიტიკული პოსტი განათავსა. 

შეგახსენებთ, რომ ამ მოვლენების შემდეგ, ოთარ კვირიკაშვილმა ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურში დაკავებული თანამდებობა, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა, თუმცა ამ დრომდე თანამდებობაზე რჩება ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, რომელსაც ჟურნალისტებზე ძალადობა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მერიის თანაშრომლების მხრიდან, არ დაუგმია.

CNews-ი შეეცადა, რომ 5 ივლისის მოვლენებზე, ნაცემ ჟურნალისტებსა და საჯარო მოხელეების მიერ სიძულვილის ენის გამოყენებაზე, მერის პოზიციას გაცნობოდა, თუმცა, იოსებ (სოსო) ხახალეიშვილი ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვებს არ პასუხობს.

„აბდალაძის ქმედებასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა შესაბამისი სამსახურის უფროსმა და ამ ეტაპზე არ მივიმჩნევთ საჭიროდ, კონკრეტულად ქუთაისის მერის დმატებით კომენტარს. რაც შეეხება ოთარ კვალიასვილს, მან თანამდებობა უკვე დატოვა“, - განუცხადეს CNews-ს ქუთაისის პრესსამსახურმა.

აბდალაძეს და კვალიაშვილს, მედიის მიმართ ცილისწამებლური პოსტებით და განცხადებებით, არც ქუთაისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრი, ალეკო ახალაძე ჩამოუვარდება, რომელიც „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე, კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს, „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილ მედიასაშუალებებად მოიხსენიებს.

„ნაც.პარტ.მედია“ იმდენს იზამს, არჩევნებზე ხმებს, მარტო „ქართული ოცნება“ მიიღებს და ისევ, დაღლიან თბილისს, უაზრო აქციებით გაგვიყალბესო“, - წერს ახალაძე. 


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა