განცხადებები ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებით აჩენს ეჭვს, რომ შენობას ხელში ჩაიგდებს ოლიგარქი - ნიკა ვაჩეიშვილი

სულ ნახვები : 534
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

კულტურის სამინისტროს განცხადებები ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებით აჩენს ეჭვს, რომ ამ შენობას ერთ ლარად ხელში ჩაიგდებს ოლიგარქი, - აცხადებს კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა ვაჩეიშვილი.

კულტურის სამინისტროს განცხადებას, რომ  ხელოვნების მუზეუმის მდგომარეობა უმძიმესია და  შენობა ინგრევა საზოგადოების აღშფოთება მოყვა. რას საფრთხეებს ხედავს ამ განცხადებების მიღმა - ამ და სხვა საინტერესო დეტალებზე ნიკა ვაჩეიშვილი CNews -ს ესაუბრა.

_ მთავარი პრობლემა ისაა, რომ კულტურის სამინისტრო არ ამბობს მკაფიოდ  ქალაქისათვის ამ მნიშვნელოვანი ადგილის და მთელი საქართველოსათვის ამ უმნიშვნელოვანესი საგანძურის სამომავლო ბედის შესახებ.  ჩვენ თვალს ვადევნებთ ცალკეულ განცხადებებს, ცალკეულ ამონარიდებს. მაგრამ რაც მთავარია, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა ბედი ელის ამ საგანძურს, რომელიც დღეისათვის თავმოყრილი და დაუნჯებული ხელოვნების მუზეუმში, თუ რა ბედი ელის თვითონ ამ შენობას და ამ ადგილს, - ამის შესახებ საბოლოო ხედვა ჩვენთვის ცნობილი არ არის.  დღევანდელი კულტურის სამინისტრო საზოგადოებას უზიარებს ფრაგმენტულ ეპიზოდებს, მაგალითად, ისინი ამბობენ, რომ ნაგებობა  ავარიიული და ამის გამო უნდა გადაიტანონ დროებით მთელი საგანძური სადღაც და არ აკონკრეტებენ სად და რამდენი ხნით.   ამბობენ, რომ შენობა მძიმე მდგომარეობაშია და არ აკეთებ რეზიუმეს, ამ მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით ის უნდა გადაარჩინონ, თუ პირიქით -  რადგან ასეთ მძიმე მდგომარეობაზე  საუბრობენ, გულისხმობენ, რომ ის უნდა დაინგრეს.  ამას უკავშირდება საზოგადოების და მათ შორის, პირადად ჩემი აღშფოთებაც, - ვერ ვხედავთ საბოლოო სურათს, რა არის დაგეგმილი.

_ ხომ არსებობს  პროექტი, რომელიც 2009 წელს წელს ევროკავშირის ჩართულობით არის მომზადებული?

 _ ამ პროექტს მალავენ, ესენი ამ პროექტს არ აჩვენებენ. ამას მალავენ და აცხადებენ, რომ ავარიულია და დაინგრევაო. ამ მუზეუმის - ამ შენობის  და საგანძურის საკითხზე ჩვენ 2006-2007 წლიდან დავიწყეთ მუშაობა, შემდეგ საბედნიეროდ, ახალმა ხელისუფლებამაც ეს გააგრძელა ეს ხაზი - კონცეპტუალური პროექტირების, კოლექციების ბედ-იღბლის საკითხი კარგად დამუშავდა და დღეს არსებობს ეს პროექტი.

საკმარისია მოვინდომოთ რაღაცის გაკეთება და დეტალურად გაწერილია ყველაფერი,  თუ როგორ უნდა მოხდეს შენობის გადარჩენა, კოლექციების დროებით გადატანა, შემდეგ ამ შენობის გარემონტება, ადაპტირება მუზეუმად და საგანძურის უკან დაბრუნება. ეს დამუშავებული კონცეფცია გაქრა და ჩვენ ვიგებთ ეპიზოდურ ამბებს, რაც ეჭვს აღძრავს, რომ აქ არის ქართველი ოლიგარქის ინტერესი, რომ ამ შენობას, ან ერთ ლარად, როგორთ გვერდით პარკინგი მისცეს, ან სხვა გზით ხელში ჩაიგდებს და მისი მომავალი როგორი იქნება, არავინ იცის. 

_ მცდელობა ხომ არ არის,  ფასი დაუკარგონ შენობას იმაზე აპელირებით, რომ ის უმძიმეს მდგომარეობაშია?

_ რა თქმა უნდა, ეს აპრობირებული მეთოდია, ხუთ ადამიანს ნახავენ, მოაწერინებენ ხელს, 5-მაც არ მოაწერა, მგონი, 2-მა თუ 3-მა ექსპერტმა მოაწერა ამ დასკვნას ხელი. ასე, ყველაფერი შეიძლება იყოს ავარიული, მაგრამ ნებისმიერი ავარიული შენობა შეიძლება გადარჩეს. ამბობენ რაღაც აბსურდს არარენტაბელურობაზე. სირცხვილია, რა არარენტაბელობა?! რა რენტაბელობაზე ვლაპრაკობს, როცა ასეთი მნიშვნელოვანი შენობაა და ასეთი მნიშვნელოვან კოლექციასთან გვაქვს საქმე. ჩანს, რომ თავგზას გვიბნევენ და ეს არ უნდა გაუვიდეთ.

_ კულტურის სამინისტროს განცხადებაში ისრები „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით არის ნასროლი. საუბარია, რომ ესტაკატის გაკეთების შედეგად შენობის კედელი ჩამოიქცა. ამაზე რას იტყვით?

_ თუ მაინც და მაინც ამაზეა საუბარი, შევახსენებ საზოგადოებას, რომ ეგ „ქოცების“ ხელისუფლებამ გააკეთა, „ნაციონალების“ დროს იქ იყო არქეოლოგიური პარკი, სიმშვიდე, მარტო საფეხმავლო რეჟიმი. ეს კედელზე მიწებებული, ორმხრივი ესტაკატა არის სწორედ 2016 წელს გაკეთებული. გაიხსენონ და ნუ გვატყუებენ და ნუ ატყუებენ ქვეყანას.

ირინა მაკარიძე, CNews

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ინტერვიუ ► Მეტის ნახვა