არავის მივცემთ უფლებას, მაგიდებზე სალტოები აკეთონ და ფეხშიშველა ირბინონ - ირაკლი ზარქუა

სულ ნახვები : 181
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

არავის მივცემთ უფლებას, რომ სპიკერატი დაბლოკონ, მაგიდებზე სალტოები აკეთონ და ფეხშიშველა ირბინონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტში კოლეგებზე არ ძალადობენ და მათი უფლებები არ იზღუდება.

„თინა ბოკუჩავას მცდელობა ჰქონდა, რომ გადაეკეტა სპიკერატი და პლაკატით თავმჯდომარეს მივარდნოდა. რატომ? რაში სჭირდებათ ეს დრამატიზირება. ისედაც ხომ ყველას მიეცა შესაძლებლობა, რომ გამოსულიყვნენ, ხან პლაკატები ეფრიალებინათ და ხან ეყვირათ. ვინმემ გააჩერა? არა, მაგრამ როდესაც ზღვარს გადადიხარ, მაშინ მანდატურებიც ნაკლები იყო, ვერ აუვიდოდნენ. ხან ერთს მისდევდნენ, ხან მეორეს. არ მივცემთ არავის უფლებას, რომ სპიკერატი დაბლოკოს, მაგიდებზე სალტოები აკეთონ და ფეხშიშველა ირბინონ. ეს სწორი და გამართლებული არ არის. მათ შორის მათმა კოლეგებმაც არ მოუწონეს. თუმცა თუ ასე უნდათ, რომ თავი დაამახსოვრონ საზოგადოებას ამ აქტით, კი ბატონო. ეჭვი მაქვს, უკვე კამპანია არის, რომ ვითომ რაღაც დაგვაბრალონ. ვითომ მათი უფლებები პარლამენტში იზღუდება და კოლეგებზე ვძალადობთ. მცდელობა აქვთ, ასე შეფუთონ. საბჭო იქნება თუ სადაც იქნება, კი ბატონო, მზად ვართ, ვისაუბროთ. რასაც ახლა ვამბობ, იქაც იმავეს გავიმეორებ, ფაქტებიც ამას მოწმობენ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა