ლამბდა შტამის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერჯერობით ცნობილი არ არის - თენგიზ ცერცვაძე

სულ ნახვები : 115
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ მსოფლიოში გავრცელებული კორონავირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით, რომელსაც ლამბდა შტამის სახელწოდება აქვს, მწირი ცნობებია, თუმცა ამბობენ, რომ რიგ შემთხვევებში, ვირუსი რთულად მიმდინარეობს.

„ლამბდა სულ ახალია, ჯერჯერობით ვაქცინა ცნობილი არ არის. საბედნიეროდ, ჯერ მხოლოდ პერუშია, ინდურისგან განსხვავებით, სხვაგან არ გავრცელებულა. ამიტომ, ჯერ მასზე ცნობები არ არის. ამბობენ, რომ ინდურზე არანაკლებ საშიშია, საბედნიეროდ, ჩვენ არ გამოგვიცდია. ინდური შტამი რამდენად საშიშია ვხედავთ, ძალიან სწრაფად ვრცელდება, უკვე 2 000 შემთხვევას გადავაჭარბეთ. ბავშვები ავადდებიან, ორი ჩვილი გარდაიცვალა. ბავშთა ასაკის ამდენი საწოლი არასდროს ყოფილა დაკავებული.

ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ლამის ორჯერ გაიზარდა. სიკვდილიანობა გაიზარდა, მაგრამ არაპროპორციულად, ანუ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი შედარებით დაბალი რჩება. ასე რომ, ინდური შტამი ცუდი, აგრესიული გამოდგა, ბავშვებისთვის სახიფათო, მაგრამ ჯერ მას გარდაცვალების ზრდა არ გამოუწვევია. ინდური შტამი, რა თქმა უნდა, დომინანტური გახდება. სადაც ინდურმა შტამმა ფეხი შედგა, ყველგან დომინანტური გახდა და საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება. ლამბდა შტამზე ამბობენ, რომ მას განსხვავებული თვისებები აქვს და რიგ შემთხვევებში, რთულად მიმდინარეობს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები