ევროკავშირში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 45%, აშშ-ში – 48%, დიდ ბრიტანეთში კი 54% – Bloomberg

სულ ნახვები : 136
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 179 ქვეყანაში მიმდინარეობს და დღეში 31 მილიონი ადამიანი იცრება, - აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg ავრცელებს.

პლატფორმის მონაცემების თანახმად, ამ დროისთვის მსოფლიოში ვაქცინების 3.71 მილიარდი დოზა გამოიყენეს, რაც პლანეტის მოსახლეობის 24.2%-ის ორივე დოზით აცრისთვისაა საკმარისი.

ყველაზე მეტი 1.47 მილიარდი დოზა ვაქცინა ჩინეთში გამოიყენეს. მას ევროკავშირი მოჰყვება 439 მილიონი დოზით.

ინდოეთში ვაქცინების 417 მილიონი დოზა გამოიყენეს, აშშ-ში კი - 339 მილიონი. Bloomberg-ის მიხედვით, ამ დროისათვის მსოფლიოში ორივე დოზით მოსახლეობის 50%-ზე მეტი დაახლოებით 25 ქვეყანაში აიცრა. ევროკავშირში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 45%, აშშ-ში 48%, დიდ ბრიტანეთში კი 54%.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები