წინასწარი გამოკითხვებით ევროვიზია 2025-ის მონაწილეებს შორის საქართველო კვლავ ბოლო ადგილზეა

სულ ნახვები : 337
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

წინასწარი გამოკითხვებით ევროვიზია 2025-ის მონაწილეებს შორის საქართველო კვლავ ბოლო ადგილზეა.

შვეიცარიის ქალაქ ბაზელში დაგეგმილ ღონისძიებაზე, მაყურებლის წინაშე საქართველოს წარმომადგენელი, მარიამ შენგელია, სიმღერით freedom მეორე ნახევარფინალში წარდგება.

ცნობისთვის, შენგელია „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერია, ის აქტიურად იღებდა მონაწილეობას მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიაში, ხოლო საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, აქტიურად გამოდიოდა სხვადასხვა კონცერტებზე, მაშინ, როდესაც ქართველი არტისტების უმეტესობა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო, უარს აცხადებდა ღონისძიებებში მონაწილეობაზე. აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ შენგელია ევროვიზიის კონკურსზე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ერთპიროვნული გადაწყვეტილებით წავიდა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კულტურა ► შოუბიზნესი ► Მეტის ნახვა