რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლა შესაძლოა სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურების შემდეგ აღდგეს - ანდრეი რუდენკო

სულ ნახვები : 121
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლა შესაძლოა სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურების შემდეგ აღდგეს, იუწყება РИА Новости რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეზე ანდრეი რუდენკოზე დაყრდნობით.

„2019 წლის ივლისში რუსული ავიაკომპანიებისთვის დაწესებული აკრძალვა რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს ტერიტორიაზე საჰაერო გადაზიდვების განხორციელებაზე იყო ცნობილი ანტირუსული პროვოკაციებით გამოწვეული იძულებითი ზომა. დარწმუნებული ვართ, რომ ეს ზომები დროებითია. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაკვეთილი გამოიტანა მომხდარიდან, და კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურების შემდეგ გაჩნდება იმის შესაძლებლობა, რომ ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხს დავუბრუნდეთ“, − განაცხადა რუდენკომ.

რუსეთში რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენები 2019 წლის ივლისში აუკრძალეს სახელმწიფო დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვთან დაკავშირებული საპროტესტო აქციებისა და ანტირუსული ლოზუნგების გამო. ამ დროისათვის რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა მესამე ქვეყნების გავლით შეუძლიათ იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინაციის შესახებ სერტიფიკატი და/ან PCR-ტესტზე უარყოფითი პასუხი ექნებათ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები