10 წელი კესარიას მკვლელობისთვის - ადვოკატი მუხლის შეცვლას ითხოვს





...
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გამართულ სხდომაზე დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანის ადვოკატმა გიორგი მდინარაძემ მუხლის კვალიფიკაციის შეცვლა და ჯაიანისთვის მინიმალური სასჯელი - 10 წლით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება მოითხოვა.
მდინარაძის თქმით, ჯაიანი მკვლელობას აღიარებს, თუმცა გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას და სისტემატურ ცემას უარყოფს.
ადვოკატის თქმით, უტყუარად დასტურდება, რომ მათ ერთმანეთი უყვარდათ, და გამორიცხული იყო, ჯაიანს ეს დანაშაული გენდერის ნიშნით ჩაედინა. მისივე თქმით, ბექა ჯაიანმა იცოდა, რომ ის ტრანსგენდერი ქალი იყო.
შესაბამისად, ბოლო სასამართლო სხდომაზე მან სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის 108-ე მუხლით გადაკვალიფიცირება და 108-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის მინიმალური სასჯელის - 10 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა მოითხოვა.
კესარია აბრამიძის ოჯახის ადვოკატის, ლექსო სვიმონიშვილის განცხადებით კი, ბექა ჯაიანის მიმართ სასამართლომ უვადო თავისუფლების აღკვეთა უნდა გამოიყენოს.
სასამართლო განაჩენს 16 აპრილს, 10:30 საათზე გამოაცხადებს.