ბუდუ ზივზივაძის სატრანსფერო ფასმა მისთვის რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

სულ ნახვები :
379




...
ბუდუ ზივზივაძის სატრანსფერო ფასმა მისთვის რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და 1.8 მლნ ევროდან 2.5 მლნ გახდა, აღნიშნულის შესახებ სააგენტო Transfermarkt-ი იტყობინება.
სატრანფერო ფასის ზრდა ზივზივაძის უმაღლეს ლიგაში მოთამაშე გუნდში გადასვლას და მის მიერ გატანილ გოლებსა და საგოლე პასებს უკავშირდება.
ცნობისთვის, ზივზივაძემ ელიტარულ დივიზიონში ჩატარებულ 11 მატჩში 2 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა.