ოკუპირებული ცხინვალის ლიდერი ოკუპირებული აფხაზეთის ინაუგურაციას დაესწრება

სულ ნახვები :
353




...
რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ალან გაგლოევი, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული
აფხაზეთის პრეზიდენტის ბადრა გუნბას ინაუგურაციას დაესწრება. ამის შესახებ გაგლოევი პრესსამსახურმა განაცხადა.
რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია 2025 წლის 2 აპრილს ქალაქ სოხუმში გაიმართება.
ალან გაგლოევს მოგზაურობისას საგანგებო სიტუაციების მინისტრი იბრაგიმ გასეევი, ცხინვალის საქალაქო ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე ნიკოლაი გაგლოევი და პრეზიდენტის თანაშემწე ალან პლიევი ახლავს თან.