ელისო ბოლქვაძე და ხათუნა კვიციანი ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, მუხამეჯანოვ ბაურჟანს შეხვდნენ

სულ ნახვები : 169
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

კელისო ბოლქვაძე  და ხათუნა კვიციანი ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, მუხამეჯანოვ ბაურჟანს შეხვდნენულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე  და კომიტეტის წევრი ხათუნა კვიციანი ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს საქართველოში, მუხამეჯანოვ ბაურჟანს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის კულტურული თანამშრომლობის  გაღრმავებაზე იმსჯელეს და  სამომავლო გეგმები დასახეს.

„ჩვენი სურვილია, ყაზახეთის საერთაშორისო ექსპერტი ჩავრთოთ ჩვენს სამუშაო ჯგუფში, რომელიც სახელოვნებო განათლების რეფორმას შეეხება.  ყაზახეთის პარლამენტის კულტურის კომიტეტისა და ჩვენი კომიტეტის დაახლოების მიზნით,    ვგეგმავთ ვეწვიოთ ყაზახეთს, ასევე ვუმასპინძლოთ მათ საქართველოში. ეს მნიშვნელოვანი იქნება წარმატებული გამოცდილების ურთიერთგაზიარებისთვის“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

შეხვედრაზე  ყურადღება გამახვილდა  კინოინდუსტრიის განვითარებაზე.

„ვისაუბრეთ ქართველ კინემატოგრაფებთან თანამშრომლობაზე. ასევე, ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში მათი არტისტების და ყაზახეთის ფესტივალებში ქართველი არტისტების მონაწილეობაზე“, - აღნიშნა ხათუნა კვიციანმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კულტურა ► შოუბიზნესი ► Მეტის ნახვა