მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამრის შესანარჩუნებლად შონ ო'მალის 7 ივნისს შეხვდება





...
UFC-ს სუპერმსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამრის შესანარჩუნებლად შონ ო’მალის შეხვდება, – ინფორმაცია ორგანიზაციის პრეზიდენტმა, დანა უაითმა დაადასტურა.
ამერიკელისა და ქართველის ბრძოლა UFC 316-ის ეგიდით, 7 ივნისს (საქართველოს დროით 8 ივნისს), ნიუ ჯერსიში შედგება.
ცნობისთვის, 34 წლის მერაბ დვალიშვილმა საჩემპიონო ქამარი გასული წლის სექტემბერში სწორედ შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ მიიღო, ხოლო იანვარში ტიტული უმარ ნურმაგომედოვთან დაპირისპირებაში დაიცვა. მას MMA-ში 23 ბრძოლა აქვს ჩატარებული და 19-ში გაიმარჯვა.
რაც შეეხება 30 წლის ო’მალის, მან შერეულ ორთაბრძოლებში 21 შეხევდრა გამართა და 18 მოიგო.