ქვეყანა არის უფსკრულში გადავარდნილი, ჰაერშია და არ იცის, სად დაეცემა - დავით ევგენიძე

სულ ნახვები : 599
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უკომენტაროდ, რაც საქართველოში ხდება, ეს არის ჩემთვის  ტოტალურად - „უკომენტაროდ“. ქვეყანა არის უფსკრულში გადავარდნილი,  ჰაერშია და არ იცის,  სად დაეცემა,  - ასე პასუხობს მუსიკოსი, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თანამშრომელი დავით ევგენიძე ვიცე-პრემიერისა და კულტურის მინისტრის  თეა წულუკიანის მიერ ჟურნალისტისათვის მიკროფონის წართმევის ფაქტს - ამ და ქვეყანაში მიმდინარე სხვა საკითხებთან დაკავშირებით დავით ევგენიძე CNews-ესაუბრა.

_ როგორ შეაფასებთ, საქართველოს ვიცე- პრემიერის თეა წულუკიანის მიერ ჟურნალისტისათვის მიკროფონის წართმევის ფაქტს და როგორ წარმოაჩენს ეს საქართველოს?

_ მე ვერ გავაკეთებ ამაზე კომენტარს,  საქართველოში რაც ხდება,  ჩემთვის  არის  ტოტალურად - „უკომენტაროდ“. ქვეყანა არის უფსკრულში გადავარდნილი ჰაერშია არის, და არ იცის,  სად დაეცემა.

_ რას გულისხმობთ კონკრეტულად?

_ ჯვაროსნებისა და ცისარტყელების ომს, ძალადობას ჟურნალისტებზე, გაყოფილ, გაქოც-ნაცებულ საქართველოს, სადაც ქვეყნის დაკარგული ტერიტორიები მეათეხარისხოვანია.  400 ათასამდე დევნილი და ამდენიმე ემიგრაციაში გაქცეული, კატასტროფის წინაშეა ქვეყანა და პრიორიტეტად არის ორი ძალის ბრძოლა, რაც დამღუპველია ამ ქვეყნისთვის.

_ ხელისუფლებას მეტი პასუხისმგებლობა აკისრია და ვიცე- პრემიერის ასეთი საქციელი რამდენად  წაახალისებს ძალადობას ჟურნალისტებზე?

_ ძნელი სათქვმელია, წაახალისებს,  ან ვერ. წინა ხელისუფლებაზე მაშინ რა ვთქვათ, მომბეზრდა წინა ხელისუფლებაზე ლაპარაკი...

_ დღეს აღარ არის წინა ხელისუფლება და ისევ მასზე საუბარი უხერხული ხომ არა?

_ დიახ, მაგას გეუბნებით, რაც მოხდა 5-6 ივლისს პასუხისმგებლობა ეკისრება ამ ხელისუფლებას, რადგან ის ხელისუფალია. ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს, ვინც იძალადა ჟურნალისტებზე, ყველამ პასუხი უნდა აგოს კანონის უმკაცრესი წესით.

_ ჩანს, რომ ხელისუფლება იღებს პასუხისმგებლობას, მაშინ როდესაც ვიცე-პრემიერი აგრძელებს ძალადობას ჟურნალისტებზე?

_ ხელისუფლებამ უნდა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა, ასევე მედიაც უნდა გადაიქცეს მედიად, მედიის ფუნქცია არ არის კითხვის დროს უკვე პასუხისგაცემა.

_ საზოგადოებრივი მაუწყებლის როლს როგორ ხედავთ ამ პროცესებში?

_ საზოგადოებრივი მაუწყებელი საკმაოდ ობიექტურქად აშუქებს, რასაც მე თვალყურს ვადევნებ. მე თვითთონ წარმომადგენ ამ არხს. გადაცემა გვქონდა, სადაც ყველამ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია ძალადობის წინააღმდეგ და რაც ხდება ქვეყანაში.

სამწუხაროდ, ყველა იმ თამაშის წესით თამაშობს, რაც დამკვიდრდა ქვეყანაში, თავდასხმა ოპონენტზე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, გინდა ჟურნალისტზე და გინდ ოპონენტზე. ჩვეულებრივ ამბად იქცა აგრესია ქართველისაგან მეორე ქართველის მიმართ. ამ დროს რამხელა მტერი გვყავს, რამხელა დაკარგული ტერიტორიახ გვაქვს. ეს ენერგია და ემოცია დაიხარჯოს იმ მავთულხლართებთან , რომელიც ყოველდღე გადმოდის და შეიძლება თბილისში შემოვიდეს მალე.

ირინა მაკარიძე, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ინტერვიუ ► Მეტის ნახვა