ოკუპირებულ ცხინვალში ნახშირბადის მონოქსიდით ექვსი ბავშვი მოიწამლა

სულ ნახვები : 305
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ცხინვალში ნახშირბადის მონოქსიდით ექვსი ბავშვი მოიწამლა.

ადგილობრივი შსს-ს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ წუხელ ერთიდან 13 წლამდე ასაკის ბავშვები ცხინვალის რაიონის სოფელ გუძაბარში მდებარე ოჯახში გაზით მოიწამლნენ.

დაშავებულები ამ  სტაციონარულ მკურნალობას ბავშვთა სამედიცინო ცენტრში გადიან.

ფაქტზე გამოძიებას ცხინვალის რეგიონის შინაგან საქმეთა სამმართველო აწარმოებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კონფლიქტები ► Მეტის ნახვა