გახდა არაფრის უფროსი - ხატია დეკანოიძე სირაძეზე





...
ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე, საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსის, ვაჟა სირაძის სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პოზიციაზე გადაყვანის ფაქტს, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
მისი თქმით, სირაძე საპასუხისმგებლო თანამდებობიდან მოისროლეს და ფაქტობრივად არაფრის უფროსად დანიშნეს.
„საპატრულო უფროსის პოზიცია არის გაცილებით მნიშვნელოვანი და პრესტიჟული, ვიდრე რწმუნებულის, რომელსაც ფუნქცია არ გააჩნია.
საპატრულო პოლიციის უფროსს ექვემდებარება რამდენიმე ათასი პოლიციელი. სასაზღვრო გამშვები პუნქტები. ნებისმიერი ინფორმაცია მიდის მასთან. ბევრი რამ არის მასზე დამოკიდებული და ყველა “ვალშია”.
რწმუნებულის ფუნქცია სტუმრების რესტორანში წაყვანაა. არავის სჭირდება და არავინ უწევს ანგარიშს.
ასე მოისროლეს დასანქცირებული პატრულის უფროსი სირაძე და გახდა არაფრის უფროსი", - წერს დეკანოიძე.