კრიტიკული მდგომარეობა ჯუთას გზაზე - „ნებისმიერ დროს შეიძლება ტრაგედია დატრიალდეს“





...
ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ტურისტულ მიმართულებაზე, ჯუთას გზაზე, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა.
სამოქალაქო აქტივისტი სოფი ხულელიძე CNews-თან საუბარში ამბობს, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება ტრაგედია დატრიალდეს.
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ ჯუთას გზა მესამე წელია რაც მძიმე მდგომარეობაშია, რაც მოსახლობას და ტურისტებს ყოველდღიურ საფრთხეს უქმნის. გზის გარკვეული მონაკვეთები სერიოზულად არის დაზიანებული, დაბზარული! გზის არასტაბილურობა ზრდის მეწყერის და გზის ჩამოშლის საფრთხეს. ადგილობრივები კი იძულებულნი არიან ეს გზა ყოველდღიურად გამოიყენონ რაც მათ სიცოცხეს საფრთხის წინაშე აყენებს! გარდა ამისა, გზის გაუმართაობა ზღუდავს სოფლის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას, აფერხებს ტურიზმსა და ადგილობრივებისთვის პროდუქტების ტრანსპორტირებას.
მივმართავ საავტომობილო გზების დეპარტამენტს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიას - სასწრაფოდ მიიღეთ ზომები ჯუთის გზის რეაბილიტაციისთვის, რათა თავიდან ავიცილოთ შესაძლო ტრაგედიები და უზრუნველყავით ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოება და კეთილდღეობა“, - ამბობს სოფი ხულელიძე CNews-თან საუბარში.
შორენა მარსაგიშვილი, CNews