ზუგდიდში 9 აპრილის მემორიალთან შეკრებილი მოქალაქეები პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა

სულ ნახვები :
201




...
ზუგდიდში, 9 აპრილის მემორიალთან შეკრებილი მოქალაქეები პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა, რის შემდეგაც მემორიალთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ.
„სრულად მშვიდობიანად ვიდექით ცხრა აპრილის მემორიალთან, შიგნითაც კი არ ვიდექით. ხმას არ ვიღებდით, რადგან ფარად მცირეწლოვანი ბავშვები დაიყენეს, ჩვენს სათქმელს ჩვენი ბანერები ამბობდა. მოვიდა ორასამდე პოლიციელი, მამაოს ლოცვის ფონზე დაგვარბიეს! გვყავს დაშავებული, რომელსაც აქვს სავარაუდოდ ტვინის შერყევა და გადაყვანილია ჰოსპიტალში”, - წერს სოციალურ ქსელში „დროას“ აქტივისტი მარიამ სიჭინავა.